Tuesday, June 21, 2011

საქართველო და სომხეთი

სომხეთის ტერიტორია მოქცეულია ხმელთაშუა ზღვის ნაოჭა-გეოსინკლინური სარტყლის შიგა ნაწილში. აქ გვხვდება თითქმის ყველა სისტემისა და ასაკის ნალექები. განსაკუთრებით ფართოდაა გავრცელებული იურული და პალეოგენური ვულკანური დანალექი წყებები. სომხეთის ტერიტორიის 1/3 დაფარულია ბაზალტით, ტუფით, პემზით, პერლიტითა და ვულკანური მოქმედების სხვა პროდუქტებით.
სომხეთ-საქართველოს 1918 წლის ომის თაობაზე

ცნობილია, რომ 1918 წლის დეკემბერში სომხეთის დაშნაკურმა მთავრობამ ომის გამოუცხადებლად, ვერაგულად ჯარი შემოუსია საქართველოს.



საუკუნეების განმავლობაში მეზობელი, მრავალტანჯული, ქრისტიანული ქვეყნები - საქართველო და სომხეთი, როგორც პატარ-პატარა კუნძულები, ისე იყვნენ მოქცეულნი ისლამურ, მაჰმადიანურ ოკეანეში. 1918 წელსაც საქართველოს და სომხეთს ჩაყლაპვას უპირებდა თურქეთის იმპერია, ყოველ წუთს მოსალოდნელი იყო საფრთხე ბოლშევიკური რუსეთის იმპერიისგან, რომელმაც 1920 წელს დაიპყრო კიდეც სომხეთი, ხოლო 1921 წელს - საქართველოც. ნუთუ ასეთ ვითარებაში რაიმე გამართლება შეიძლება მოეძებნოს სომხეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ომის გაჩაღებას?

ცნობილია ისიც, რომ 1915 წელს, ნაწილობრივ წინა ხანებშიც, თურქებმა უამრავი სომეხი გაჟლიტეს. მრავალრიცხოვანმა სომხობამ მოახერხა და თურქეთის საზღვრებიდან სხვა ქვეყნებში ილტვოდა. ტრადიციულად, სომხეთიდან ლტოლვილი სომხები, პირველ რიგში, საქართველოში გამორბოდნენ და თურქეთში მომხადარი მოვლენების შემდეგაც სომხობამ მოაშურა საქართველოს. მადლობის მაგიერი იყო სომხეთის მიერ საქართველოსთვის ომის ატეხვა? თუ სომხებმა რასაც თურქეთში ვერ მიაღწიეს, ვერ მოიპოვვეს იქ ავტონომია, საქართველოს ხარჯზე შეეცადნენ თავიანთი გეგმების განხორციელებას? საქართველო დაბალ ღობედ მიიჩნიეს?

ეს პრობლემები რომ გავიგოთ, სომხეთ-საქართველოს 1918 წლის ომის დედაარსს რომ ჩავწვდეთ, ამისათვის აუცილებელია წიაღსვლა ისტორიაში, ქართულ-სომხურ ურთიერთობებში. შეიძლება ვინმემ გვითხრას, რომ 1918 წელს სომხეთის ხელისუფლებამ იძულებით გარეკა სომეხი ხალხი საქართველოს წინააღმდეგ ომში, ბრძოლის ველზე. თუ ასეა, მაშინ ძირითადად დამნაშავეა სომხეთის მთავრობა და არა სომეხი ერი. მაგრამ აშკარაა, რომ საქართველოს წინააღმდეგ ომს მხარს უჭერდა თითქმის ყველა სომეხი, თითო-ოროლა გამონაკლისის გარდა.
1065 წელს ისტორიული სამართლიანობა აღდგენილ იქნა - საქართველოს მეფის, ბაგრატ მეოთხის ჯარმა განდევნა სომეხი მეფე სამშვილდიდან და ქვემო ქართლის დიდი ნაწილიდან. მაგრამ სომეხმა მეფემ იმ დროს მოახერხა ქვემო ქართლის სამხრეთი ნაწილის შენარჩუნება და სატახტო ქალაქად ლორე გაიხადა. მოგვიანებით თურქ-სელჩუკებმა დაიკავეს ლორე. 1118 წელს დავით აღმაშენებლის მხედრობამ გარეკა თურქ-სელჩუკები ლორედან და მთელი ქვემო ქართლი საქართველოს დაუბრუნა.
http://aznauri.livejournal.com/14930.html

No comments:

Post a Comment